ბაიერნი, მანუელ ნოიერი, იან ზომერი
Aa
Aa

ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - ბაიერნმა ნოიერის შემცვლელი იპოვა

მას შემდეგ, რაც მანუელ ნოიერმა ფეხი მოიტეხა მიუნხენის „ბაიერნი“ მისი შემცვლელის ძიებაშია. სპორტულ მედიაში არაერთმა გვარმა გაიჟღერა. საუბარი ემილიანო მარტინესზე და ბონოზე მიდიოდა, თუმცა, როგორც ჩანს „რეკორდმაისტერმა“ სხვა მეკარესთან აწარმოა მოლაპარაკება.

შვეიცარიელი ჟურნალისტი ანდრეას ბონი, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ გერმანული გიგანტი იან ზომერთან მოლაპარაკების ბოლო ფაზაშია. „ბაიერნი“ „გლადბახის“ ამჟამინდელ მეკარეს კონტრაქტს 2025 წლამდე გაუფორმებს.მეტიც, ანდრეას ბონი იმასაც ამბობს, რომ ზომერი ზაფხულში ნოეირს ძირითადი შემადგენლობისთვის შეებრძოლება.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის შვეიცარიელი ბუნდესლიგას კარგად იცნობს, რადგან 2014 წლიდან „გლადბახის“ ღირსებას იცავს. ზომერმა გერმანული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 335-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “ტრანსფერები არ გვჭირდება, მე გამარჯვებული გუნდი მყავს“
ჩავი: “ტრანსფერები არ გვჭირდება, მე გამარჯვებული გუნდი მყავს“