სამუელ ეტოო
Aa
Aa

ასაკი გადაკეთებული ჰქონდათ - 17-წლამდე ნაკრების 21 ფეხბურთელი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ 17 წლამდე ნაკრების 21 მოთამაშე დისკვალიფიკაციით დასაჯა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი მათ ასაკთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვებია, რომლებიც ტესტების შედეგებმა გაამყარა.

წლეულს, ცენტრალური აფრიკის საფეხბურთო ფედერაციების კავშირის ეგიდით, ტურნირი უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას კამერუნის 17-წლამდე ნაკრებიც იღებს. გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ფეხბურთელებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდათ, რათა მათი ძვლების ზრდა გაეზომათ და რეალური ასაკი დაედგინათ.

„კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ტურნირისთვის შერჩეული 30 ფეხბურთელიდან, 21-მა ტესტები ვერ ჩააბარა. მათ შემადგენლობაში ადგილი დაკარგეს და შემცვლელების საპოვნელად პროცესი დაწყებულია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, აფრიკულ ქვეყნებში ასაკის გადაკეთება სერიოზული პრობლემაა და კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სამუელ ეტოო მის აღმოფხვრას აპირებს. ლეგენდარული თავდამსხმელის პირველი ნაბიჯი სწორედ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელებისთვის დისკვალიფიკაციის მიცემა იყო და ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ეტოო წესების დამრღვევებს უმკაცრესად დასჯის.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩინის კვარაზე ინფორმაცია 5 წლის წინ ჰქონდა - კონტემ მის შეძენაზე უარი თქვა
მანჩინის კვარაზე ინფორმაცია 5 წლის წინ ჰქონდა - კონტემ მის შეძენაზე უარი თქვა