უმძიმესი კადრები - NFL-ის მოთამაშის მდგომარეობა კრიტიკულია
Aa
Aa

უმძიმესი კადრები - NFL-ის მოთამაშის მდგომარეობა კრიტიკულია

„ბუფალო ბილსის“ სეიფთი, დამარ ჰამლინი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. „ცინცინატი ბენგალსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის პირველ მეოთხედში, ჰამლინი ტი ჰიგინსს დაეჯახა, რის შემდეგაც მინდორზე დაეცა და გულის კოლაფსი დაემართა.

სტადიონზე მყოფი სამედიცინო პერსონალი ჰამლინს დაახლოებით 16 წუთის განმავლობაში ეხმარებოდა და პირველად დახმარებას უტარებდა. შემდეგ იგი სასწრაფო დახმარების ავტომობილში მოათავსეს და ცინცინატის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის შესახებ სიახლე არ გავრცელებულა. მას გული გაუჩერდა და იწერება, რომ მდგომარეობა კრიტიკულია.

ჰამლინი 24 წლისაა და NFL-ის დრაფტზე 2021 წელს აირჩიეს. მომხდარმა ორივე გუნდის მოთამაშეებზე უდიდესი გავლენა მოახდინა და მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. „ბილსისა“ და „ბენგალსის“ მთავარი მწვრთნელები შეხვედრის არბიტრებს გაესაუბრნენ და მატჩის შეწყვეტა გადაწყდა.

NFL-ის გულშემატკივრებმა და მოთამაშეებმა ჰამლინს მხარდაჭერა ყველანაირად გამოუცხადეს. „ბილსის“ სეიფთი ქველმოქმედებისთვის თანხას აგროვებს და Gofundme.com-ზე კამპანია აქვს შექმნილი, რომლის თავდაპირველი მიზანიც 2 500 აშშ დოლარი იყო. ამჟამინდელი მონაცემებით, მისი კამპანიის ანგარიშზე 1 377 120 დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “2023 წელს განსხვავებულ ბენზემას ვიხილავთ“
ანჩელოტი: “2023 წელს განსხვავებულ ბენზემას ვიხილავთ“