კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი
Aa
Aa

რონალდუ: „ალ-ნასრის ხედვა ძალიან შთამაგონებელია“

37 წლის კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში, საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრში“ გააგრძელებს. პორტუგალიელმა ახალ კლუბთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით წლიურად 75 მილიონ ევროს მიიღებს.

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ რონალდუმ პირველი კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა:

„მოუთმენლად ველი, თავი გამოვცადო ახალ საფეხბურთო ჩემპიონატსა და ახალ ქვეყანაში. „ალ-ნასრის“ ხედვა ძალიან შთამაგონებელია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ახალ თანაგუნდელებს შევუერთდი. ასე რომ, ჩვენ ერთად შეგვიძლია გუნდს ახალი წარმატებების მოპოვებაში დავეხმაროთ“.

უცხოური პრესის მიხედვით, კრიშტიანუ „ალ-ნასრის“ რიგებში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი საპატიო ელჩის სტატუსს მოირგებს. ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიელის კონტრაქტი 7 წელიწადზეა გათვლილი და მისი ანაზღაურება სეზონში 75 მილიონი იქნება, თუმცა, ბონუსებით ეს თანხა 200-მდე ავა.

შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრის“ თავკაცი რუდი გარსიაა, კლუბის რიგებში კი დავიდ ოსპინა და ალვარო გონსალესი ასპარეზობენ. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს სურს, ადგილობრივ ჩემპიონატში ლიონელ მესიც იხილოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, კარიერა ღირსეულად დავასრულო“ - რონალდუს ძველი განცხადება გაუხსენეს
„მინდა, კარიერა ღირსეულად დავასრულო“ - რონალდუს ძველი განცხადება გაუხსენეს