მასიმილიანო ალეგრი, მაკ ალისტერი
Aa
Aa

ალეგრის იანვარში მაკ ალისტერის შეძენა უნდა

მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსში“ ალექსის მაკ ალისტერის ხილვა სურს.

Sport Mediaset-ის ცნობით, მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ ალეგრის როლი კლუბში ალექს ფერგიუსონის როლის მსგავსი იქნება. „მედ მაქსი“ სპორტულ დირექტორ ფედერიკო კერუბინისთან ერთად ტრანსფერებს განახორციელებს.

კერძოდ, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი „ბრაიტონის“ ნახევარმცველის ალექსის მაკ ალისტერის შეძენით არის დაინტერესებული, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გარდა ამისა, ალეგრი დაინტერესებულია ადრიენ რაბიოს გუნდში დარჩენით, რაც ამ დროისთვის ნაკლებად სავარაუდოა.

მაკ ალისტერის კონტრაქტი „ბრაიტონთან“ 2025 წლამდეა ძალაში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინძაგი: რაც სპალეტის გუნდმა შეძლო, წარმოუდგენელია
ინძაგი: რაც სპალეტის გუნდმა შეძლო, წარმოუდგენელია