ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლიში ყოფნის პერიოდში, ბევრი მეტსახელი შემარქვეს“ - კვარა DAZN-თან

ცნობილი იტალიური სატელევიზიო არხი DAZN-ი ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილი ინტერვიუს მეორე ნაწილს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ ცხოვრებაზე საუბრობს.

რას ამბობს კვარა:

„ნაპოლისთან“ მოლაპარაკებების პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, დაახლოებით ორი წელი. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემით ასეთი დონის გუნდი ინტერესდებოდა. იმ დროს ვერ ვიტანდი, ერთი სული მქონდა გარიგება როდის დასრულდებოდა და ვოცნებობდი, რომ „ნაპოლის“ მაისური რაც შეიძლება მალე ჩამეცვა. ხშირად ვუყურებდი მათ თამაშებს და ვფიქრობდი, რომ მათთან აუცილებლად უნდა მეთამაშა. ისინი ძალიან ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდნენ.

მას შემდეგ, რაც „ნაპოლიში“ ვარ, ბევრი მეტსახელი შემარქვეს, თუმცა ჩემი ფავორიტი „კვარადონაა“. მაშინაც კი, როდესაც შენს სახელში მარადონას მცირე ნაწილი მაინცაა შერეული, შეუძლებელია განსხვავებული ემოცია არ გქონდეს. ნეაპოლი? ჩემთვის ეს სიყვარულია. ეს მართლაც ფანტასტიკური ქალაქია, ნეაპოლიტანელები კი განსაკუთრებული ხალხი არიან.

რა თქმა უნდა, მე ჯერ კიდევ შემიძლია გაუმჯობესება და ყველაზე ძლიერი ნამდვილად არ ვარ. მინდა ზრდა გავაგრძელო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

სკუდეტო? წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს და უბრალოდ, კარგად გამოსვლა უნდა გავაგრძელოთ, ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ხვიჩა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელსა და კაპიტნის შესახებაც საუბრობს:

ლუჩიანო სპალეტის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან. ის ძალიან გახსნილი ადამიანია. ჩემთვის, ის განსაკუთრებული პიროვნებაა.

ყველაზე ძლიერი მცველი, ვისაც შევხვედრილვარ? გარწმუნებთ, დი ლორენცოს წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის.

ქართველმა ფეხბურთელმა თავისი კუმირის ვინაობაც გაამხილა:

რონალდუსა და მესის შორის არჩევანი რთული გასაკეთებელია, თუმცა ჩემი კუმირი რონალდუა.

შეგახსენებთ, რომ DAZN-თან ჩაწერილი ინტერვიუს სრული ვერსია 28 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
GFF Awards - 2022 წლის საუკეთესოები ცნობილია
GFF Awards - 2022 წლის საუკეთესოები ცნობილია