ლუჩანო სპალეტი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

ინძაგი: რაც სპალეტის გუნდმა შეძლო, წარმოუდგენელია

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ I Re del Calcio-ს ეთერში „ნაპოლის“ წინააღმდეგ მოახლოებულ მატჩზე და სკუდეტოს მოგების შანსებზე ისაუბრა.

48 წლის სპეციალისტმა თავისი კონკურენტის, ლუჩიანო სპალეტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მისი გუნდის თამაშიც მოიწონა.

რა თქვა ინძაგიმ:

მჯერა თუ არა დაბრუნების? აბსოლუტურად. ყველა მწვრთნელისთვის სეზონის შუა ნაწილში გაჩერება სრული სიახლეა. ამ პაუზამდე „ნაპოლიმ“ რაღაც საოცრება ჩაიდინა, რაშიც ხელი სხვა გუნდების მიერ დაშვებულმა შეცდომებმაც შეუწყო, მათ შორის „ინტერმაც“. ერთი წლის წინ, გუნდებს შორის სხვაობა უფრო მოკლე იყო. ქულების მხრივ გუნდებთან უფრო ახლოს ვიყავით. ახლა კი სხვაობა დიდია. სპალეტის გუნდმა გააკეთა ის, რაც მთელი ევროპის მასშტაბით ვერავინ შეძლო, ეს ნამდვილად უნდა მივულოცოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ისევე როგორც სხვა გუნდებმა კარგად ვიცით, რომ რაც აქამდე გავაკეთეთ, საკმარისი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იტალიის სერია A-ში „ინტერი“ და „ნაპოლი“ პირველ მატჩს ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 4 იანვარს, „სან სიროზე“ საქართველოს დროით 23:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, იტალიის ჩემპიონატს 41 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს, „ინტერი“ კი 30 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონას არაფრით ჩამოუვარდება“ - სიომინმა კვარა შეაქო
„მარადონას არაფრით ჩამოუვარდება“ - სიომინმა კვარა შეაქო