არსენალი, შახტარი
Aa
Aa

არსენალმა მუდრიკთან პირადი დეტალები შეათანხმა - პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრიელ ჟესუსმა ტრავმა მიიღო და მის რეაბილიტაციის პროცესს დაახლოებით 3 თვე სჭირდება. ეს ფაქტი კი „არსენალში“ ნერვიულობის საბაბს იძლევა.

ბრაზილიელი თავდამსხმელი გუნდს იდეალურად შეეწყო და შეტევა მასზე იყო აწყობილი. ახლა კი ლონდონური კლუბი ახალი შემტევის ძიებაშია. მიკელ არტეტას დიდი ხანია მიხაილო მუდრიკის გადაბირება სურს. ამ საკითხთან დაკავშირებით, სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რომანოს თქმით, „მეთოფეებმა“ უკრაინელებს ახალი შეთავაზება გაუკეთეს. საუბარია 40 მილიონ ევროზე, რასაც 20 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. „შახტარის“ ხელმძღვანელობას კი უფრო მეტი სურს. მოლაპარაკება ახლა მუდრიკის აგენტთან გაიმართება. თავად ფეხბურთელი კი „არსენალში“ გადასვლაზე თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის თავდამსხმელი დონეცკურ კლუბს 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, მუდრიკმა „შახტარის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 44-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჩივარი არ დაკმაყოფილდა - ლევანდოვსკი სამ მატჩს გამოტოვებს
საჩივარი არ დაკმაყოფილდა - ლევანდოვსკი სამ მატჩს გამოტოვებს