„ფრანგებმაც იგივე გააკეთეს“ - მარჩინიაკის განმარტება მესის გოლზე
Aa
Aa

„ფრანგებმაც იგივე გააკეთეს“ - მარჩინიაკის განმარტება მესის გოლზე

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, შიმონ მარჩინიაკმა საფრანგეთსა და არგენტინას შორის გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. პოლონელმა მსაჯმა ახსნა, ლიონელ მესის გოლი რატომ ჩათვალა და მტკიცებულება წარმოადგინა, რომ ფრანგებმაც იგივე გააკეთეს.

„წავიკითხე L'Equipe-მა რაც დაწერა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ფეხბურთელები რას ამბობენ და მატჩის შემდეგ, ფრანგმა მოთამაშეებმა მადლობა გადამიხადეს. ისინი მსაჯობით კმაყოფილი იყვნენ და მათ შორის მბაპე, ლორისი და სხვები იყვნენ.

მესის გოლს რაც შეეხება, რა გავლენა ჰქონდათ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იმყოფებდნენ? გოლი რომ გამეუქმებინა, მათ ყოფნას თამაშზე გავლენა უნდა მოეხდინა. ფრანგებს დაავიწყდათ ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მბაპეს გოლისას მოედანზე მათი სათადარიგოთა სკამის 7 ფეხბურთელი იმყოფება“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანებში მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, მუნდიალის ოქროს ბურთის მფლობელი კი ლიონელ მესი გახდა. ოქროს ბუცი კილიან მბაპეს ერგო, რომელმაც ტურნირი 8 გოლით დაასრულა. მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკურად ითამაშა. განსაკუთრებით საოცარი თამაში ფინალში აჩვენა, როცა „ალბისელესტეს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, თუმცა პენალტების სერიაში მარცხის (4:2) გამო დეშამის გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“