ხვიჩა კვარაცხელია, სალვატორე სირიგუ
Aa
Aa

სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“

„ნაპოლის“ მეკარემ, სალვატორე სირიგუმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. იტალიურ პრესაში ვეტერანი გოლკიპერის სიტყვები რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და მან „პარტენოპეიზე“, ლუჩანო სპალეტიზე და გუნდის ლიდერებზე ისაუბრა.

„კლუბებისთვის სეზონის განახლება მარტივი არ იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელები უფრო მოტივირებული არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. ნაპოლი შეკრული და მოტივირებული გუნდია. აქ იდეალური გარემოა, რათა ჩემპიონობა ვიზეიმოთ. ვარჯიშებისას მთელ ენერგიას ვხარჯავთ და ყველა, ვინც ამ მაისურს ატარებს, კარგად თამაშობს. დაწყებული კვარაცხელიათი, რომელიც ფენომენია და კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა გახდეს, დამთავრებული ოსიმენით, რომელიც უდიდეს ფიზიკურ და მენტალურ სიძლიერეს ფლობს, და ლოზანოთი, რომელსაც ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

სპალეტის რაც შეეხება, ჩემი აზრით, ის ანჩელოტისთან და კონტესთან ერთად, საუკეთესო იტალიელ მწვრთნელებს შორისაა. მას უნიკალური სიჯიუტე, იდეები და ფეხბურთის ცოდნა აქვს. ის თავის შეგირდებს თითოეულ საკითხს დეტალურად ასწავლის და ახერხებს იმდენს, რომ ახალმა მოთამაშეებმა ყველაფერი სწრაფად აითვისონ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილი გახდა მიზეზები, რის გამოც ევროპულ კლუბებს რონალდუ არ სურთ
ცნობილი გახდა მიზეზები, რის გამოც ევროპულ კლუბებს რონალდუ არ სურთ