„მოვიდა დრო, გავჩერდე“ - ბლეზ მატუიდიმ კარიერა ოფიციალურად დაასრულა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ბლეზ მატუიდიმ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 35 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს შეატყობინა.
Football, je t’ai tant aimé. Football, tu m’as tant donné, mais le moment est venu de dire stop. J’ai accompli mes rêves d’enfant, mes rêves d’homme. C’est la gorge serrée mais avec fierté que je tourne aujourd’hui cette page.
— Blaise Matuidi (@MATUIDIBlaise) December 23, 2022
MERCI ❤️
???????? https://t.co/j9S9b7QaiD pic.twitter.com/rkDwnxX9Tj
„ფეხბურთო, მე შენ ძალიან მიყვარდი! ფეხბურთო, შენ უამრავი რამ მომეცი, მაგრამ მოვიდა დრო, გავჩერდე. ავიხდინე ოცნებები, რომლებიც ბავშვობისას მქონდა და ავიხდინე ოცნებები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში მქონდა. ეს გადაწყვეტილება ყელში ბურთივით მეჩხირება, მაგრამ დღეს, ამ გვერდს სიამაყით გადავფურცლავ“, - განაცხადა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ მატუიდის სხვადასხვა დროს „ტრუას“, „სენტ-ეტიენის“, „პარი სენ-ჟერმენის, „იუვენტუსისა“ და „ინტერ მაიამის“ რიგებში უთამაშია. 2010-დან 2020 წლამდე, იგი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი იყო და „სამფეროვნებთან“ ერთად, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.