მასტერ ლიგა
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - თბილისის მერია MASTER CUP-ის გამარჯვებული გახდა

მასტერ ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის მერია გახდა. „კაჭრეთის ამბასადორში“ გამართულ ფინალურ მატჩში მერიის გუნდმა „კავკასიის ავტოიმპორტის“ გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ იზეიმა.

დღევანდელ მატჩში საუკეთესო საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად კახა კალაძე იყო, რომელმაც 3 საგოლე პასი შეასრულა და დუბლიც გაიტანა. გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, სანდრო კობახიძეც, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და სამივე გოლის შემთხვევაში კახა კალაძის ზუსტი პასი გამოიყენა.

საგულისხმოა, რომ ხუთივე გოლი მერიის ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში გაიტანეს.

აქვე გეტყვით, რომ მასტერ ლიგის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს „კრისტალბეთ-კრწანისი“ და „ანაგი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „ანაგის“ ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა - 1:2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები