მასტერ ლიგა, კრისტალბეთ-კრწანისი
Aa
Aa

მასტერ ლიგა | კრისტალბეთ-კრწანისის დასანანი მარცხი

Master League-ს 2022 წლის სეზონი დასკვნით ფაზაში შედის. დღეს, „კაჭრეთის ამბასადორის“ საფეხბურთო მოედანზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც „კრისტალბეთ-კრწანისი“ „ანაგის“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

სამივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა. ტაიმის დებიუტში კრისტალბეთ-კრწანისი ერეკლე ხვისტანის გოლით დაწინაურდა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. „ანაგიმ“ წონასწორობა მატჩის 26-ე წუთზე აღადგინა, გოლის ავტორი გიორგი ლუკავა გახდა, ზუსტად 5 წუთში კი თორნიკე ბახტაძემ „კრისტალბეთ-კრწანისის“ კარში მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შესაბამისად, „მასტერ ლიგის“ 2022 წლის სეზონის მესამეადგილოსანი „ანაგი“ გახდა, „კრისტალბეთ-კრწანისი“ კი მესამე ადგილს დასჯერდა.

ცნობისთვის, „კრისტალბეთ-კრწანისი“ ტურნირის ნახევარფინალში თბილისის მერიის გუნდთან 2:0 დამარცხდა, „ანაგიმ“ კი ფინალში გასასვლელი შეხვედრა კავკასიის ავტოიმპორტის გუნდთან პენალტების სერიაში დათმო.

თბილისის მერიასა და კავკასიის ავტოიმპორტის გუნდებს შორის ფინალური მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრძოლა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზურისთვის - სამტრედიამ სიონი დაამარცხა
ბრძოლა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზურისთვის - სამტრედიამ სიონი დაამარცხა