კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, შუქურა
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადმოსულ შუქურას ფეხბურთელებისა და მომსახურე პერსონალის დავალიანება აქვს

CrystalSport-ი სექტემბერშიც გიყვებოდათ, რომ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ქობულეთის შუქურასთვის რთული აღმოჩნდა. უხელფასობის მიუხედავად, გუნდი მოედანზე მაინც გადიოდა და როგორც უკვე იცით, კრისტალბეთ ლიგა 2 მოიგო, შესაბამისად, ახალ სეზონში რანგით უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ.

მიუხედავად ნაჩვენები შედეგებისა, გუნდში კვლავ არასახარბიელო ფინანსური ვითარებაა, რაც ფეხბურთელების ანაზღაურებაზე აისახა. CrystalSport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებს  დაახლოებით 3 თვის ხელფასი (უფრო ზუსტად - 2 თვე ნახევარი) და ის ბონუსი არ აუღიათ, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადმოვლის შემთხვევაში უნდა მიეღოთ და რასაც მათი კონტრაქტი ოფიციალურად ითვალისწინებს.

ფეხბურთელების გარდა, კლუბს მომსახურე პერსონალის 5 თვის დავალიანებაც ჰქონდა, თუმცა ნაწილის გასტუმრება შეძლო და ამ ეტაპზე, ფეხბურთელებისა და მომსახურე პერსონალის დასაფარი ანაზღაურებები თითქმის იდენტურია (3 თვე).

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დასრულებულ საფეხბურთო სეზონში რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა შუქურამ 19 მატჩი მოიგო, 6 შეხვედრაში დამარცხდა და საბოლოო ჯამში, თავი 60 ქულას მოუყარა, რაც კრისტალბეთ ლიგა 2-ის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

ფოტო: შუქურა ქობულეთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძე: „ერთი წამიც არ დავაყოვნე, ბრძოლის დიდი სურვილი გამიჩნდა“
დოლიძე: „ერთი წამიც არ დავაყოვნე, ბრძოლის დიდი სურვილი გამიჩნდა“