მადრიდის რეალი, ტონი კროოსი
Aa
Aa

მადრიდში ნერვიულობენ - კროოსი კარიერას ასრულებს?

ახალი არავისთვის არის, რომ ტონი კროოსი ფეხბურთის დიდხანს თამაშს არ აპირებს. გერმანელ ნახევარმცველს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება.

ბოლო პერიოდში, კროოსს არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის პირადად პეპ გუარდიოლასგან, მაგრამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა წინადადება დაბლოკა და განაცხადა, რომ  კარიერის დასრულება „სამეფო კლუბში“ სურს.

ამ საკითხზე „ბლანკოსშიც“ ნერვიულობენ. ფლორენტინო პერესმა ტონის გაუმჯობესებული კონტრაქტი შეთავაზა, თუმცა ჯერჯერობით უარი მიიღო. Relovo-ს ინფორმაციით, შესაძლოა 32 წლის გერმანელმა კარიერა 2023 წელს დაასრულოს.

„ჯერ მე თვითონ არ ვიცი რას ვიზამ. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ კარიერას აუცილებლად „რეალში“ დავასრულებ. გადაწყვეტილებას ჩემი მომავლის შესახებ 2023 წლის პირველ თვეში მივიღებ.“ - განაცხადა კროოსმა ნოემბერში

შეგახსენებთ, რომ ტონი მადრიდის „რეალს“ 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, კროოსმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 383-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმხრივი შეთანხმების შედეგად - ისკო სევილიადან წავიდა
ორმხრივი შეთანხმების შედეგად - ისკო სევილიადან წავიდა