აგენტი: “მარტინესის მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგაა“
კატარის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. არგენტინა ჩემპიონია, ხოლო ტურნირის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა და მეტიც, ფინალში ბოლო წუთზე „ალბისელესტე“ წაგებისგან იხსნა.
დღეს, სპორტულ მედიაში „ასტონ ვილას“ კარის დარაჯის მომავალზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ასეთი კი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესი გახლავთ. „რეკორდმაისტერს“ ნოიერის შემცლელი სჭირდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „დიბუს“ აგენტმა გუსტავო დონიმ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა დონიმ?
„ამჟამად ძალიან ცოტა კლუბი არსებობს, რომელსაც ემილიანოს შეძენა შეუძლია. სერია ა-ში გადასვლა? რატომაც არა. მარტინესი მაღალ მიზნებს ისახავს და მისი ერთ-ერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.“

კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს