ნახევრად ავტომატური თამაშგარე - ახალი ტექნოლოგია სერია ა-შიც იქნება
Aa
Aa

ნახევრად ავტომატური თამაშგარე - ახალი ტექნოლოგია სერია ა-შიც იქნება

კატარის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის სისტემა გახდა. ახალი ტექნოლოგია პირველ რიგში არსენ ვენგერმა გააკრიტიკა.

იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო, საკუთარ გვერდზე წერს, რომ ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის ტექნოლოგია სერია ა-ში ინერგება.

დი მარციოს თქმით, გადაწყვეტილება FIGC-ის საბჭოზე მიიღეს და ყველაფერი დადასტურებულია. პირველად ახალ ტექნოლოგიას 27 იანვარს გამოიყენებენ. ეს ის დროა, როდესაც სერია ა-ში მეორე წრე იწყება.

„27 იანვრიდან, მეორე ტურის პირველი მატჩიდან, შემოვა ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობა - სახელწოდებით SAOT - რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ვიხილეთ“ - განაცხადა FIGC-ის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ

შეგახსენებთ, რომ ახალ ტექნოლოგიას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ისეთი გოლი არ ჩაითვალა, რომელიც ამ ტექნოლოგიის შემოღებამდე აუცილებლად ჩაითვლებოდა. ვნახოთ, როგორ შეხვდებიან ამას იტალიაში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიუკასლი? ამის შანსი ნულია!“ - ჯუნტოლიმ ჭორები უარყო
„ნიუკასლი? ამის შანსი ნულია!“ - ჯუნტოლიმ ჭორები უარყო