ანდრეი შევჩენკო
Aa
Aa

შევჩენკო პრეზიდენტად? შესაძლოა, UEFA-მ და FIFA-მ უკრაინა გარიცხონ

UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტის, ოლეგ პროტასოვის თქმით, შესაძლოა FIFA-მ და UEFA-მ უკრაინის ფეხბურთის ფეხბურთის ასოციაცია თავიანთი ორგანიზაციებიდან გარიცხნონ.

პროტასოვის თქმით, UAF-ი პროტოკოლის დარღვევას გეგმავს, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წესდებაშია გათვალისწინებული. კერძოდ, UAF-ში აპირებენ, რომ არჩევნების გზით მოქმედი პრეზიდენტი ანდრეი პაველკო გადააყენონ და მისი ადგილი ანდრეი შევჩენკომ დაიკავოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ტიპის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.

პროტასოვმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ თუ UAF-ი FIFA-სა და UEFA-ს პროტოკოლს არ გაითვალისწინებს და წესებს უხეშად დაარღვევს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, განიხილება UAF-ის FIFA-დან და UEFA-დან გაირცხვა. საუკეთესო შემთხვევაში უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას ფინანსურად დასჯიან, რაც იმ ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ორგანიზაციის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

შეგახსენებთ, ანდრეი შევჩენკო 2016-21 წლებში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, შემდეგ „ჯენოას“ ჩაუდგა სათავეში, სადაც წარუმატებლად იმუშავა, ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტობას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაროკოელები მაიმუნებივით ზეიმობდნენ“ - ჟურნალისტი სკანდალში გაეხვა
„მაროკოელები მაიმუნებივით ზეიმობდნენ“ - ჟურნალისტი სკანდალში გაეხვა