ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, კატარი 2022, ლიონელ სკალონი, პაბლო საბალეტა
Aa
Aa

„მუნდიალი და კოპა გამოცდილების გარეშე მოიგო“ - საბალეტა სკალონიზე

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ ლიონელ სკალონიზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობით „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

„ეს ბრწყინვალეა, ხედავდე ყველა ფეხბურთელის განუწყვეტლივ ზეიმს. ფეხბურთელები, ქვეყანა, ჩვენ ამ მომენტის მოლოდინში ვიყავით.

ფინალში სკალონიმ რამდენიმე ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, პენალტების სერიისთვის თამაშში პაულო დიბალა ჩართო. საოცარია, სკალონიმ კოპა ამერიკა და მუნდიალი გამოცდილების ქონის გარეშე მოიგო.

ჩვენ ვხედავთ მესისა და მარადონას ერთობლივ ფოტოს, მსოფლიო თასით ხელში ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელები. ეს რაღაც დაუჯერებელია, ჩვენ გაგვიმართლა.

დიდი მადლობა საფრანგეთსა და მბაპეს. მათ დიდებული თამაში შემოგვთავაზეს, ნამდვილად ვისიამოვნეთ“.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო (1978, 1986, 2022). მარადონას საოცარი ეპოქის შემდეგ არგენტინა პლანეტის საუკეთესო ნაკრები პირველად გახდა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ლიონელ მესის გადაეცა, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის ოქროს ბურთი ორჯერ მოიგო (2014, 2022).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები
„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები