დიდიე დეშამი, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

უნიკალური შემთხვევა - დეშამმა ფინალში 7 ფეხბურთელი შეცვალა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 მორჩა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო ბურთი გაიტანეს, საბოლოოდ კი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც უფრო ძლიერი ლიონელ სკალონის გუნდი აღმოჩნდა და შესაბამისად, არგენტინამ ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ვერც შეამჩნევდა. მატჩის მიმდინარეობისას საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა 6 ცვლილება შეასრულა, რაც ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა. საგულისხმოა, რომ აქამდე, არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში 7 შეცვლა არ განხორციელებულა.

ფრანგმა სპეციალისტმა 41-ე წუთზე ოლივიე ჟირუ და უსმან დემბელე ტურამით და კოლო მუანით შეცვალა. 71-ე წუთზე დეშამმა ტეო ერნანდესისა და გრიზმანის ნაცვლად კამავინგა და კომანი გამოიყვანა. 96-ე წუთზე რაბიოს მაგივრად ფოფანა შემოვიდა, 113-ე წუთზე რაფაელ ვარანი კონატემ შეცვალა, 120-ე წუთზე კი კუნდეს მაგივრად დისასი ჩაერთო თამაშში.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 96-ე წუთზე რაბიო-ფოფანას ცვლილება პოტენციური ტვინის შერყევის კატეგორიაში შევიდა. ასეთ დროს გუნდებს დამატებითი ცვლილების გამოყენების უფლება ეძლევათ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული წესი FIFA-მ აწ უკვე დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შემოიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები
„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები