კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კატარი 2022
Aa
Aa

მუნდიალის ფინალი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში ლიონელ სკალონის არგენტინის ნაკრები დიდიე დეშამის საფრანგეთს შეხვდება. ფრანგები ტიტულის დაცვას შეეცდებიან, არგენტინის ნაკრები კი ისტორიაში მესამე მუნდიალის მოგებას ეცდენა.

ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

არგენტინა: მარტინესი, ტაგლიაფიკო, ოტამენდი, რომერო, მოლინა, დი მარია, დე პაული, ენცო ფერნანდესი, მაკალისტერი, ალვარესი, მესი.

საფრანგეთი: ლორისი, კუნდე, ვარანე, უპამეკანო, ერნანდესი, ჩუამენი, გრიზმანი, რაბიო, დემბელე, ჟირუ, მბაპე

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება 2018 წლის მუნდიალზე შედგა. დიდიე დეშამის ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში 4:3 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში გრიზმანმა და დი მარიამ გაიტანეს. მეორე ნახევარში არგენტინა გაბრიელ მერკადომ დააწინაურა. 57-ე წუთზე პავარმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო შემდეგ მბაპემ დუბლი შეასრულა და ფაქტობრივად საფრანგეთის ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აგუერომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ალბისელესტეს“ დრო აღარ ეყო. საბოლოოდ, იმ შეხვედრაში დეშამის გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მეტოქეს აშკარად დაჯაბნა.

ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები