ოლივიე ჟირუ, კატარი
Aa
Aa

ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - ჟირუმ შესაძლოა ფინალი გამოტოვოს

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი უპირისპირდებიან. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკლებლივ ყველა ფრანგმა ფეხბურთელმა ივარჯიშა და „მამლები“ ფინალისთვის დანაკლისის გარეშე იყვნენ მაგრამ..

ავტორიტეტული გამოცემა AS იუწყება, რომ დიდიე დეშამს სერიოზული პრობლემა აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ოლივიე ჟირუს თამაში. ვეტერანმა თავდამსხმელმა უკანასკნელ ვარჯიშზე თანაგუნდელისგან მუხლში დარტყმა მიიღო და ტკივილს განიცდის. ამ ინფორმაციას, ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’EQUIPE-ც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ფრანგი ფეხბურთელი იყო შეუძლოდ. ვარანს, უპამეკანოს და რაბიოს ვირუსი ჰქონდათ. ტეო ერნანდესსა და აურელინ ჩუამენის სხვადასხვა სახის დაზიანება, მაგრამ თითოეული მათგანი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის.

ასევე გეტყვით, რომ კარიმ ბენზემამ ტრავმა მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია, მაგრამ დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით, ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული და მადრიდის „რეალის“ კაპიტანი ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნდა.

ცნობისთვის, "მილანის" თავდამსხმელმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა და ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრეიკმა არგენტინა დაწყევლა? - გულშემატკივრები ანერვიულდნენ
დრეიკმა არგენტინა დაწყევლა? - გულშემატკივრები ანერვიულდნენ