ხორვატია
Aa
Aa

დალიჩი: “ეს არის ბრინჯაო ოქროს ბზინვარებით“

მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დღეს, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ხორვატია და მაროკო დაუპირისპირდნენ. ზლატკო დალიჩის გუნდმა 2:1 მოიგო და ისტორიაში მეორედ დაიკავა მუნდიალზე მესამე ადგილი. მატჩის შემდეგ, ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

დალიჩი:

„ეს არის ბრინჯაო ოქროსფერი ბზინვარებით. ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ბრინჯაოს მედლები მაინც მოვიგეთ. ეს გამარჯვება ყველა ხორვატ ადამიანს ეძღვნება. ზედიზედ ორი მსოფლიოს ჩემპიონატი და ორი მედალი - ეს დიდებულია. ასევე, მინდა ეს გამარჯვება ჩირო ბლაჟევიჩს მივუძღვნა. ეს ყველაფერი სწორედ მან დაიწყო.

ჩვენგან ასეთ შესრულებას ძალიან ცოტა ადამიანი ელოდა. ფეხბურთელების შრომამ და საოცარმა თამაშმა ეს შედეგი მოგვცა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესანიშნავი რამ გახლავთ. რეალურად, მცირე დეტალები, რომ არა შესაძლოა ფინალშიც გვეთამაშა.“

შეგახსენებთ, რომ ხორვატია ნახევარფინალში არგენტინასთან დამარცხდა, ხოლო მაროკო საფრანგეთთან. ფინალური დაპირისპირება კი 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია - საფრანგეთმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია - საფრანგეთმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა