შავი ლომი, მერაბ შარიქაძე
Aa
Aa

შავი ლომი ევროპის სუპერ თასის გამარჯვებულია

რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალი „შავი ლომის“ გამარჯვებით დასრულდა, ქართულმა კლუბმა „თელავივ ჰითი“ 29:17 დაამარცხა. ლევან მაისაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად, 22:3 მოიგო. მეორე ტაიმში მეტოქემ თამაში გამოასწორა და საბოლოოდ შეხვედრა 29:17 დასრულდა.

მატჩის შემდეგ მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ 2022 წელი მის კარიერაში საუკეთესო სარაგბო წელია.


„შავი ლომმა“ სუპერთასის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშა და ტიტული დაიცვა.

შეგახსენებთ, ნახევარფინალში „შავი ლომმა“ „იბერიანსი“ 32-ქულიანი სხვაობით, 41:9 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს, საპასუხოდ კი „იბერიანსმა“ მხოლოდ 3 ჯარიმის გატანა შეძლო. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ნახევარი 10:6 მოიგო. მეტოქის ნახევარზე ლელო ნოდარ ჭეიშვილმა დადო, რომელსაც მატკავას მიერ შესრულებული ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მანამდე, იმავე მატკავამ ერთი საჯარიმოს შესრულება შეძლო ზუსტად.

მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა „იბერიასნის“ ნახევარზე კიდევ 5 ლელოს დადება შეძლეს. თავი შალვა მამუკაშვილმა, გიორგი ჩხარტიშვილმა და აკა ტაბუცაძემ გამოიჩინეს, რომელმაც მეორე 40 წუთში მეტოქეს 3 ლელო დაუდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები