სინიშა მიხაილოვიჩი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
სერია A-ს ყოფილი ფეხბურთელი და „ბოლონიას“ ექს-თავკაცი, სინიშა მიხაილოვიჩი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საფეხბურთო სამყაროს აცნობა.
La Lega Serie A è profondamente addolorata per la scomparsa di Siniša Mihajlović, icona di calcio e di vita. La sua classe purissima come calciatore e allenatore, la sua forza e la sua umanità sono un esempio che lascia un solco indelebile nel calcio italiano e mondiale. pic.twitter.com/buHFuCLBQu
— Lega Serie A (@SerieA) December 16, 2022
„მეუღლე არიანა, შვილები ვიქტორია, ვირჯინია, მიროსლავი, დუშანი და ნიკოლასი, ძმა დრაჟენი და დედა ვიქტორია ტკივილით იტყობინებიან, რომ მათი მეუღლე, მამა, შვილი და სამაგალითო ძმა, სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა.
უნიკალური ადამიანი, შესანიშნავი პროფესიონალი და პიროვნება, რომელიც ყველას კარგად ექცეოდა და ეხმარებოდა. მან საშინელი დაავადების წინააღმდეგ მამაცურად იბრძოლა. მადლობას ვუხდით, ექიმებსა და მედდებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გვეხმარებოდნენ. სინიშა ყოველთვის ჩვენთან იქნება და ვიცხოვრებთ იმ სიყვარულით, რომელიც მან დაგვიტოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, სინიშას ლეიკემია დაუდგინდა. დაავადების მიუხედავად, იგი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა და საყვარელ საქმიანობას ბოლომდე ასრულებდა.