ნოა ლანგი
Aa
Aa

„აი, ამიტომ ვერ მოიგებენ მსოფლიოს“ - ნიდერლანდელი მოთამაშე არგენტინელთა აღნიშვნაზე

ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელი, ნოა ლანგი არგენტინელი მოთამაშეების ქმედებების გამო, უკმაყოფილო დარჩა. „ალბისელესტეს“ რამდენიმე წარმომადგენელმა პენალტების სერიაში გამარჯვება „ნარინჯისფრების“ წინ, ემოციურად აღნიშნა და მათი მისამართით სხვადასხვა ჟესტი გამოიყენა, რაც ლანგს არ მოეწონა.

„არგენტინელებმა იუხეშეს და ძალიან უხეშად ითამაშეს. თერთმეტმეტრიანების სერია რამდენიმე წამის მოგებული ჰქონდათ და შეეძლოთ, წასულიყვნენ და წარმატება ერთმანეთში აღენიშნათ. სწორედ ამიტომ ვერ მოიგებს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს“, - განუცხადა ლანგმა ერთ-ერთ ნიდერლანდურ გამოცემას.

შეგახსენებთ, რომ თერთმეტმეტრიანების სერიის შემდეგ, სოციალურ ქსელებში „ალბისელესტეს“ ფეხბურთელთა აღნიშვნის ამსახველი ფოტო გავრცელდა, რის გამოც, ქომაგთა გარკვეულმა ნაწილმა სამხრეთ ამერიკელები გააკრიტიკა. მოგვიანებით, ნიდერლანდელთა ქმედებების შესახებ გახდა ცნობილი, რომლებმაც ლაუტარო მარტინესის პროვოცირება სცადეს. მატჩის შემდეგ, ნიკოლას ოტამენდის კომენტარიც გავრცელდა, რომელმაც განაცხადა: „მათ წინ იმიტომ აღვნიშნეთ, რომ ყოველი პენალტის შესრულებისას იყო ერთი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელიც მოდიოდა და რაღაცას გვეუბნებოდა“.

ცნობისთვის, დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას ვიხილავთ და თბილისის დროით, 23:00-ზე არგენტინა ხორვატიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასეთი კავაი მოგვენატრა - ლილარდმა მინესოტასთან იფრინა
ასეთი კავაი მოგვენატრა - ლილარდმა მინესოტასთან იფრინა