მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილება - პიმბლეტმა გორდონი დაამარცხა
Aa Aa
11 დეკემბერი 2022  |  09:19

მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილება - პიმბლეტმა გორდონი დაამარცხა

UFC 282-ზე Main Card-ზე პედი პიმბლეტი ჯარედ გორდონს დაუპირისპირდა. ბრძოლამ საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა და 3 რაუნდი გაგრძელდა. საბოლოოდ გამარჯვება ინგლისელს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დარჩა.

პირველ რაუნდში მებრძოლებმა დარტყმები გაცვალეს და მეტნაკლებად თანაბარი დაპირისპირება ვიხილეთ. მეორე რაუნდში გორდონი უპირატესობას ფლობდა. იყო „თეიქდაუნის“ მცდელობა.

ამერიკელი ძირითადად ბადესთან პიმბლეტის გაყვანას ცდილობდა, რაც რიგ ეპიზოდებში გამოსდიოდა კიდეც. მესამე რაუნდი კი ყველაზე მოსაწყენი იყო, რადგან ბრძოლა ძირითადად ბადესთან მიმდინარეობდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, პიმბლეტიც და გორდონიც გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ, მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება პედის დარჩა.

ცნობისთვის, პიმბლეტს UFC-ში არასდროს წაუგია. კარიერაში კი 23-ე ბრძოლა გაიმართა, საიდანაც მეოცე მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
“რა ხდება, რატომ არავინ ყვირის და სკანდირებს“? - თოფურია გამარჯვების შემდეგ
“რა ხდება, რატომ არავინ ყვირის და სკანდირებს“? - თოფურია გამარჯვების შემდეგ