კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„რონალდუ არ დარბის და მხოლოდ პირადი რეკორდები ადარდებს“ - ამბობს პორტუგალიელი ჟურნალისტი

პორტუგალიელმა ჟურნალისტმა, ფლავიო მიკელ სილვამ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. მისი თქმით, „სელესაოს“ სუპერვარსკვლავი დაცვაში თამაშითა და სირბილით თავს არ იწუხებს და მხოლოდ პირადი რეკორდები ადარდებს.

„ყველა შოკშია! პორტუგალიისგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა. შვეიცარიამ ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ კარგად ითამაშა და ბოლო პერიოდში, მათი ერთმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხება სირთულეს წარმოადგენდა. გონსალუ რამუშმა საოცარი გოლი გაიტანა, რომლითაც ანგარიში გახსნა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ყველა ბედნიერი იყო, რადგან ერთ მუშტად შეკრული გუნდივით ვითამაშეთ და არ გვყავდა ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი რეკორდები ადარდებს.

პორტუგალიამ კარგად იასპარეზა და რამუშმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ იგი პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის პლეიოფში ეს გააკეთა. ყველა რონალდუზე საუბრობს. განსხვავება სწორედ ესაა. რონალდუ, რომელიც ტომარასავითაა, დაცვაში არ თამაშობს და არ დარბის, სხვა გუნდის რიგებში ასპარეზობს და არ თამაშობს იმ გუნდში, რომელიც გუშინ ვიხილეთ“.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიასთან შეხვედრაში, რონალდუ თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 5:1-ს იგებდა. გუშინდელი წარმატებით „სელესაო“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მაროკოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ექს-მოთამაშე: „კვარაცხელიასთვის ფეხბურთი მარტივია“
ნაპოლის ექს-მოთამაშე: „კვარაცხელიასთვის ფეხბურთი მარტივია“