ხვიჩა კვარაცხელია, ნური შაჰინი
Aa
Aa

ნური შაჰინი: „კვარაცხელია საოცრებებს აკეთებს, ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“

„დორტმუნდის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ნური შაჰინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. თურქეთის ნაკრების ექს-მოთამაშე ამჟამად „ანტალიასპორის“ მთავარი მწვრთნელია, რომელთანაც „ნაპოლი“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და შაჰინმა ქართველი შემტევის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„სიმართლე გითხრათ, ნაპოლის დიდი გულშემატკივარი ვარ. არ ველოდი, რომ ასეთ ფეხბურთს ითამაშებდნენ და ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მომწონს. კვარა მაშინ შევამჩნიე, როცა რუბინში ასპარეზობდა და ნაპოლიმ ძალიან კარგი ტრანსფერი დახურა. პარტენოპეი ფანტასტიკურ, შემტევ და გამბედავ ფეხბურთს თამაშობს. ლუჩანო სპალეტი ძალიან თანამედროვე სპეციალისტია და მისი გუნდი სერია A-ს პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს.

კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და რთულია საფეხბურთო წარსულში ვიპოვოთ მოთამაშე, რომელსაც მას შევადარებთ. ვიღაცამ ჯორჯ ბესტი ახსენა? ეს არ მახსოვს, თუმცა კვარაცხელიას შესახებ ერთი რამის თქმა შემიძლია. მომწონს ფეხბურთელები, რომლებიც ბურთის დასაბრუნებლად იბრძვიან. ლივერპულთან მატჩი გავიხსენოთ, ის ბურთის დაბრუნებას ცდილობს და იგივე ხდება მილანთან დაპირისპირებაშიც. მაშინაც კი, როცა ბურთს თავად კარგავს, მანამ ცდილობს დაიბრუნოს, სანამ მიზანს არ მიაღწევს.

კვარაცხელია ისეთი ფეხბურთელია, რომლისთვისაც შედარების პოვნა რთულია, რადგან საბოლოოდ ისე გამოგივა, რომ მასზე უდიდეს წნეხს განახორციელებ. 55 ახალი ლიონელ მესი გვყავდა, თუმცა მესი მხოლოდ ერთია. უამრავი ახალი დიეგო არმანდო მარადონა გვყავდა, მაგრამ მარადონა მხოლოდ ერთია. კვარაცხელია კვარაცხელიაა. ხვიჩა საოცარ რაღაცებს აკეთებს“.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ თურქეთში მზადებას 13 დეკემბერს დაასრულებს. „პარტენოპეის“ ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი. თურქული შეკრების დასრულების შემდეგ გუნდი ნეაპოლში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელის და საშინაო კედლებში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის კარგი მატჩი NBA-ში - 8 ქულა და მნიშვნელოვანი სამიანი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი NBA-ში - 8 ქულა და მნიშვნელოვანი სამიანი