საფრანგეთი, ჩესლავ მიხნევიჩი, პოლონეთი
Aa
Aa

მიხნევიჩი: “მბაპეს დასაჭერად სკუტერი გვჭირდება“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთი პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, პოლონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩესლავ მიხნევიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მიხნევიჩმა?

„ვეძებე, მაგრამ საფრანგეთს ვერანაირი სისუსტე ვერ მოვუძებნე. მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომებს არ დაუშვებენ. დეშამის ტაქტიკა გავაანალიზეთ და ყურადღებას მათ სათამაშო სტილზე ვამახვილებთ. საფრანგეთს ბრწყინვალე მწვრთნელი, შესანიშნავი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს.

ბევრი ამბობს, რომ ჩვენ ძირითადად დაცვაზე ვართ ორიენტირებული. მინდა ყველას გავცე პასუხი. ვინც თავს კარგად არ იცავდა სახლშია და თამაშებს ტელევიზორში უყურებენ. ჯგუფიდან გასასვლელად ეს ჩვენი სტრატეგია იყო, ახლა სხვანაირად ვაპირებთ თამაშს.

ფეხბურთში ყველაზე მთავარი ტიტულების მოგებაა. მეტოქეს გოლს ადვილად ვერ გაატანინებ. ვინც ასე იქცეოდა, აქ აღარ არის. დაცვაში ძალიან კარგები ვიყავით და სწორედ ამიტომ ვთამაშობდით მერვედფინალში. ჩვენს მეტოქეს კილიან მბაპე ჰყავს. მის დასაჭერად სკუტერი გვჭირდება, რადგან ის ძალიან სწრაფია. მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.“

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 4 ქულით დაასრულა. მიხნევიჩის შეგირდებმა მექსიკასთან 1 ქულა აიღეს, საუდის არაბეთი დაამარცხეს, ხოლო არგენტინასთან წააგეს. ცნობისთვის, საფრანგეთისა და პოლონეთის დაპირისპირება 4 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიცოცხლის ბოლომდე - პელე პალიატიურ მკურნალობაზე იქნება
სიცოცხლის ბოლომდე - პელე პალიატიურ მკურნალობაზე იქნება