ხვიჩა კვარაცხელია, ალესიო ტაკინარდი
Aa
Aa

ტაკინარდი: „კვარაცხელია თავმდაბალი ბიჭია და მისი აღმომჩენი მილოცვას იმსახურებს“

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ტაკინარდიმ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი შეაქო და განაცხადა, რომ მისი აღმომჩენები მისალოც სიტყვებს იმსახურებენ.

„სანამ ფეხბურთელთა თვისებებს დავაკვირდები, მანამდე ყურადღებას იმ დამოკიდებულებას ვაქცევ, რომელსაც ისინი მოედანზე იჩენენ. კვარაცხელია თავმდაბლობითა და ენთუზიაზმით გამოირჩევა. ამ თვისებების წყალობით, შესაძლებელია, წამყვანი მოთამაშე გახდე და ვულოცავ მათ, ვისაც მისი სჯეროდა და მათ, ვინც კვარა აირჩიეს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ თურქულ შეკრებაზე იმყოფება და ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპალეტის გუნდი 7 დეკემბერს, საქართველოს დროით 21:45 საათზე „ანტალიასპორს“ დაუპირისპირდება, 11 დეკემბერს კი ჩვენი დროით 19:00 საათზე „კრისტალ პალასს“ შეხვდება.

სხვათა შორის, ტაკინარდიმ „კვარაზე“ ცოტა ხნის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას დრო და სიმშვიდე სჭირდება. მისი თქმით, „ნაპოლის“ სერია A-ს მოგება შეუძლია და კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში
პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში