კარლოს კეირუში, საიდ ეზატოლაჰი, ირანი
Aa
Aa

“გვაპატიეთ, ოცნება დასრულდა“ - კეირუშის და ეზატოლაჰის კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ირანი ამერიკას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კარლოს კეირუშმა და საიტ ეზატოლაჰმა კომენტარი გააკეთეს.

კეირუში:

„ოცნება დასრულებულია. პირველი ტაიმი ამერიკის იყო, ხოლო მეორე ირანის. განსხვავება ის არის, რომ ჩვენ გოლი ვერ გავიტანეთ.. მეტოქის კარის აღება შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვივიდა.. ოცნება დასრულდა.. ახლა ირანის შემდეგ ნაბიჯებზე უნდა ვიფიქროთ.“

ეზატოლაჰი:

„მოთამაშეების და მთლიანი გუნდის სახელით მწუხარებას გამოვხატავ. ვწუხვარ, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. ცხოვრება და ფეხბურთი გრძელდება. ეს ჩემპიონატი შესაძლოა კარგი გაკვეთილი იყოს. მაგალითად, ჩემნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელი მომავლისთვის ბევრს ისწავლის. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები ირანში გვაპატიებენ. ვწუხვარ, გვაპატიეთ.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვერ ბედავ? შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ“ - ვან გაალი ჟურნალისტს დაუპირისპირდა
“ვერ ბედავ? შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ“ - ვან გაალი ჟურნალისტს დაუპირისპირდა