ანტონიო რუდიგერი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

გერმანელთა საპროტესტო ჟესტს 2 მოწინააღმდეგე ჰყავდა - ამან მცირე განხეთქილება გამოიწვია

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის დაწყებამდე, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა საპროტესტო ჟესტი გამოიყენა. „ბუნდესმანშაფტის“ მოთამაშეებმა პირზე ხელი აიფარეს და ამით ფიფას მიერ One Love სამკლავურის აკრძალვა გააპროტესტეს.

გერმანული Sport1-ის ინფორმაციით, ამ ჟესტს ორი მოწინააღმდეგე ჰყავდა და მისი გამოყენება ანტონიო რუდიგერსა და ილქაი გიუნდოგანს არ უნდოდათ. მათ სურდათ, გუნდს ფეხბურთზე მოეხდინა კონცენტრაცია. Sport1-ის ცნობით, განსხვავებული შეხედულებების გამო, გერმანიის ნაკრებში მცირე განხეთქილება წარმოიშვა, თუმცა ამ წუთისთვის, ყველა პრობლემა მოგვარებულია.

შეგახსენებთ, რომ „ბუნდესმანშაფტი“ საპროტესტო ჟესტს აღარ გამოიყენებს და მატჩების დაწყებამდე, პირზე ხელს არ აიფარებს. ეს ინფორმაცია გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, კაი ჰავერცმა გაავრცელა და განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ახლა ბოლომდე ფეხბურთზე არიან ორიენტირებულნი.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებებს One Love კაპიტნის სამკლავურით თამაშის უფლება არ მისცა და გერმანელთა პროტესტი სწორედ ამან განაპირობა. „ბუნდესმანშაფტს“ სურდა, LGBTQ+ თემისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სხვათა შორის, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს გეგმავს. გერმანულ მხარეს სურს, რომ კაპიტანმა მანუელ ნოიერმა აღნიშნული სამკლავური მეორე ტურში, ესპანეთთან შეხვედრაში გაიკეთოს და უნდა, დარწმუნდეს, რომ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, ნოიერი არ დაისჯება და არც გერმანიის ნაკრებს დააკლებენ ქულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაუთვალეთ გოლი რონალდუს! - პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს ფიფას მიმართოს
ჩაუთვალეთ გოლი რონალდუს! - პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს ფიფას მიმართოს