ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Corriere dello Sport: „ხვიჩამ ვარჯიში განაახლა და თერაპიის კურსს აგრძელებს“

Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, „ნაპოლის“ შემტევმა ვარჯიში განაახლა და ეტაპობრივად სრული დატვირთვით მოემზადება. ვარჯიშის განახლების პარალელურად წელის ტრავმის განკურნების მიზნით თერაპიის კურსს აგრძელებს და უახლოეს დღეებში სპალეტის ხელმძღვანელობით გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა სერია ა-ს ბოლო სამი მატჩი წელის ტრავმის გამო გამოტოვა, მას ასევე არ უთამაშია მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში. 

„ნაპოლი“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 29 ნოემბერს „კასტელ ვორნუტოში“ დაიწყებს, 12 დეკემბერს თურქეთში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თურქული კლუბების გარდა პრემიერ ლიგის „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება, თურქული შეკრების დასრულების შემდეგ კი „ვილიარეალს“ შეხვდება.

„ნაპოლისთვის“ სერია ა 4 იანვარს განახლდება, სპალეტის გუნდის მეტოქე „ინტერი“ იქნება.

კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე