ხვიჩას გოლი და საგოლე პასი
ხვიჩას გოლი და საგოლე პასი
შავდათუაშვილის ტრიუმფი
შავდათუაშვილის ტრიუმფი
მანე პსჟ-სთან არ იქნება
მანე პსჟ-სთან არ იქნება
ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
„გუნდური სულისკვეთება ვაჩვენეთ“ - ფლიკი და მიულერი ესპანეთთან მატჩის შემდეგ
Aa Aa
28 ნოემბერი 2022  |  01:43

„გუნდური სულისკვეთება ვაჩვენეთ“ - ფლიკი და მიულერი ესპანეთთან მატჩის შემდეგ

კატარი 2022-ის E ჯგუფის მეორე ტურის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთისა და გერმანიის საფეხბურთო დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ევროპულმა გრანდებმა ქულები გაიყვეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 62-ე წუთზე ჟორდი ალბას საგოლე პასის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა ალვარო მორატამ გახსნა. მორატამ საჯარიმოში ნიკლას ზიულეს დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა. ანგარიში 83-ე წუთზე გათანაბრდა, მუსიალას პასის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა ნიკლას ფიულკრუგმა ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით შეაგდო, ლუის ენრიკეს გუნდის დაცვის ხაზი ჩავარდა.

ჰანს ფლიკი: „ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა ვნახეთ. გერმანიის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, ფეხბურთელებს კომპლიმენტები ეკუთვნით. ახლა, ჩვენ კოსტა რიკა უნდა დავამარცხოთ და მერვედფინალში გავიდეთ“.

ტომას მიულერი: „ბედნიერები ვართ, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ჩვენი თამაში უშეცდომო არ ყოფილა, თუმცა გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ. მაქსიმუმი გავიღეთ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ. 

პირველ ტურში მარცხის მიუხედავად მერვედფინალში გასვლის შანსი კვლავ გვაქვს, რისთვისაც მადლობა კოსტა რიკას“.

საწყისი ორი ტურის შემდეგ ესპანეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, იაპონიისა და კოსტა რიკის აქტივში 3 ქულაა, ხოლო გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. მერვედფინალში გასვლის შანსს ოთხივე ნაკრები ინარჩუნებს.მესამე ტურში იაპონია ესპანეთს შეხვდება, კოსტა რიკა - გერმანიას. ორივე შეხვედრა პირველ დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ფიულკრუგმა გერმანია მარცხისგან იხსნა - ესპანეთი გამარჯვებასთან ახლოს იყო
ფიულკრუგმა გერმანია მარცხისგან იხსნა - ესპანეთი გამარჯვებასთან ახლოს იყო