კატარი 2022
Aa
Aa

სენსაცია მუნდიალზე - მაროკომ ბელგია ეფექტური გოლებით დაამარცხა

F ჯგუფის მეორე ტურში ბელგიის ნაკრები მაროკოსთან 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ფავორიტად ბელგიის ნაკრები ითვლებოდა, თუმცა რობერტო მარტინესის გუნდმა მოსაწყენი და კრეატივისგან დაცლილი თამაში შემოგვთავაზა, მაროკოს ნაკრებმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

რობერტო მარტინესის გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 19 შეხვედრიდან 7 მატჩი დათმო, 9 გამარჯვება მოიპოვა, 3 თამაში ფრედ დასრულდა.

ანგარიში 73-ე წუთზე გაიხსნა, საჯარიმო დარტყმისას აბდელჰამიდ საბირიმ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საჯარიმო დარტყმიდან გოლი პირველად გაიტანა. ასევე, მიმდინარე მუნდიალზე ეს იყო პირველი გოლი, რომელიც საჯარიმო დარტყმიდან გავიდა.

      მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ზაქარია აბუხლალმა ახლო მანძილიდან შეუგდო კურტუას და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          ბელგიის ნაკრებმა ფინალური ეტაპის საწყის ორ ტურში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. ბელგიის ნაკრებმა მუნდიალზე უფრო უარესი შედეგი 1930 წელს დააფიქსირა, როცა საწყის ორ შეხვედრაში გოლი ვერ შეაგდო. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბელგიამ ჯგუფურ ეტაპზე 8 გოლი გაიტანა.

          პირველ ტურში მაროკომ ხორვატიასთან 0:0 ითამაშა. ორი შეხვედრის შემდეგ მაროკოს აქტივში 4 ქულაა, პირველ ადგილზეა. ბელგიის ანგარიშზე 3 ქულაა, ხორვატიამ 1 ქულა დააგროვა, კანადა კი 0 ქულით აუტსაიდერია. მეორე ტურში ხორვატია კანადას შეხვდება, მატჩი 27 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

          მესამე ტურში მაროკოს კანადას დაუპირისპირდება, ხორვატია კი - ბელგიას. ორივე მატჩი პირველ დეკემბერს გაიმართება.

          მსგავსი სიახლეები

          ასევე დაგაინტერესებთ
          ეკიპი: „ბენზემას წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფეროა“
          ეკიპი: „ბენზემას წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფეროა“