ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ლივერპულის მყიდველთა მსურველები - Apple და კატარის კონსორციუმები

„ლივერპულმა“ დისკუსია გამართა ახლო აღმოსავლეთში დაფუძნებულ ორ კომპანიასთან 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ღირებულების შეძენაზე.

გამოცემა Dailymail ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ საუდის არაბეთისა და კატარის კონსორციუმების წარმომადგენლებმა მერსისაიდული გრანდის შეძენის სურვილი გამოთქვეს.

წყაროს ცნობით, კონსორციუმის ოფიციალურმა პირებმა  Fenway Sports Group-ის დირექტორს მაიკ გორდონს მიმართეს. აღნიშნული პიროვნება „ლივერპულის“ გაყიდვაზეა პასუხისმგებელი.

ცნობისთვის, ორივე ჯგუფი კერძო კომპანიებს წარმოადგენენ და არა სახელმწიფოს. თუმცა ორივე კონსორციუმს მჭიდრო კავშირი აქვთ მათი ქვეყნის მმართველ ოჯახებთან.

საუდის არაბეთის სპორტის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ თურქი ალ-ფაისალმა ამ კვირაში განიხილა როგორც ლივერპულის, ასევე მანჩესტერ იუნაიტედის შესყიდვის წინადადებები. აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი ბოლო ერთი თვის განმავლობაში პოტენციურ მყიდველს ეძებდა.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებული სახელმწიფოს ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა უკვე შეიძინა „ნიუკასლი“ და მის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

ასევე გეტყვით, სპორტული გამოცემები „ლივერპულს“ Apple-ს ერთ-ერთ მეწილეს უმდიდრეს სერ ჯიმ რეტკლიფს უკავშირებენ. ბრიტანელი ბიზნესმენი კლუბის შეძენით არის დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამერუნთან დაბრუნდება? - ნეიმარის რეაბილიტაცია იდეალურად მიმდინარეობს
კამერუნთან დაბრუნდება? - ნეიმარის რეაბილიტაცია იდეალურად მიმდინარეობს