კატარი 2022, პაბლო აიმარი
Aa
Aa

„დიდებული ფეხბურთელები გვყავს“ - სკალონის კომენტარი და აიმარის ცრემლები

კატარი 2022-ზე C ჯგუფის მეორე ტურში არგენტინამ მექსიკა 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მექსიკამ აქტიურად ითამაშა, მეტოქის ნახევარზე პრესინგს ხშირად მიმართავდა, არგენტინელებს შეტევების განვითარება არ გამოსდიოდათ, თუმცა შესვენების შემდეგ სკალონის გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა. 64-ე წუთზე ლეო მესიმ ანგარიში იდეალურად ზუსტი დარტყმით გახსნა. ეს მომენტი შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მედიასთან საუბარში განაცხადა:

„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მექსიკამ განსხვავებული თამაში შემოგვთავაზა, თუმცა შესვენების შემდეგ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

შესვენებისას გასახდელში შესანიშნავი გარემო იყო. ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ მოთმინება გამოეჩინათ, ნებისყოფა ეჩვენებინათ. ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს და ასევე გვყავს მესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ეს გამარჯვება განსაკუთრებით ემოციური სკალონის ასისტენტისთვის, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელისთვის, პაბლო აიმარისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. მან ცრემლები ვერ შეიკავა.

C ჯგუფში პოლონეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, არგენტინისა და საუდის არაბეთის ანგარიშზე 3-3 ქულაა, მექსიკა 1 ქულით აუტსაიდერია.

მესამე ტურში პოლონეთი არგენტინას შეხვდება, საუდის არაბეთი კი - მექსიკას. ორივე შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები