დიდიე დეშამი
Aa
Aa

დეშამი: “პირველი მიზანი მიღწეულია, ჯგუფიდან გავედით“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთმა დანია დაამარცხა, ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა და არასასიამოვნო ტრადიცია დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის შემდეგ, უკლებლივ ყველა მსოფლიო ჩემპიონი, მომდევნო მუნდიალზე ჯგუფში რჩებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მამლების“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დეშამმა?

„ჩვენთვის ეს სიტუაცია იდეალურია. ექვსი ქულა გვაქვს და გადაწყვეტილია, რომ ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ. ამ ყველაფერს შემდეგ მატჩში დავაფასებთ. მერვედფინალის საგზური ჩვენმა დიდებულმა სიმშვიდემ მოგვიტანა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ჯგუფიდან გავიდოდით.

შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ავსტრალიასთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ბურთების სხვაობა გვაქვს. ასევე, იდეალურ პოზიციაში ვიმყოფებით. პირველი მიზანი მიღწეულია. დამერწმუნეთ, ეს ადვილი არასდროს არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მოლოდინები ჰქონდათ სხვებს. ჯგუფი საკმაოდ ძლიერი და სოლიდურია. ორი გამარჯვებით ძალიან ლამაზი რამ გავაკეთეთ.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ბრუინი: “მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მოხუცები ვართ“
დე ბრუინი: “მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მოხუცები ვართ“