კილიან მბაპე, კატარი 2022
Aa
Aa

მბაპეს დუბლი - საფრანგეთმა 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა

კატარი 2022-ის D ჯგუფის მეორე ტურში საფრანგეთმა კილიან მბაპეს დუბლით დანია 2:1 დაამარცხა. საფრანგეთის ნაკრებმა ორი ტურის შემდეგ მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 61-ე წუთზე  კილიან მბაპემ გახსნა. საგოლე პასი თეო ერნანდესის ანგარიშზეა.

68-ე წუთზე იოახიმ ანდერსენის საგოლე პასის შემდეგ ანდრეას კრისტენსენმა ანგარიში გაათანაბრა, სკანდინავიურმა ნაკრებმა გოლი სტანდარტული ვითარებისას შეაგდო.

86-ე წუთზე ანტუან გრიზმანის ჩაწოდებას მბაპეს გამარჯვების გოლი მოჰყვა, დიდიე დეშამის გუნდმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

 

დუბლის შესრულების შემდეგ კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში 31 გოლი დაუგროვდა და ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდა. რაც შეეხება ანტუან გრიზმანს, მან 26-ე საგოლე პასი შეასრულა და ამ სტატისტიკით  ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 26 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

2 ტურის შემდეგ საფრანგეთი 6 ქულით პირველ ადგილზეა, ავსტრალია 3 ქულით მეორე ადგილზეა, დანიასა და ტუნისის აქტივში 1 ქულაა.

D ჯგუფის მესამე ტურში საფრანგეთი ტუნისს შეხვდება, ავსტრალია კი - დანიას. ორივე შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი: „ძნელია ავხსნა, თუ რატომ ვიყავი ასე ძლიერად ემოციური“
ლევანდოვსკი: „ძნელია ავხსნა, თუ რატომ ვიყავი ასე ძლიერად ემოციური“