29 ივლისის სატრანსფერო ზონა
CrystalSport-ი წარმოგიდგენთ დღევანდელ სატრანსფერო სიახლეებს.
***
ბრიტანული Daily Mirro-ის მტკიცებით, „ბარსელონა“ ნეიმარის შემცვლელს პრემიერლიგაში ეძებს.
კატალონიელებს უკვე შერჩეული ჰყავთ სასურველი ტრიო, რომლიდანაც ერთ-ერთის შეძენას შეეცდებიან. სია შთამბეჭდავად გამოიყურება: ფელიპე კოუტინიო, დელე ალი და ედენ აზარი.
იმ 222 მილიონიდან, რომელსაც „ბარსა“ ნეიმარის სანაცვლოდ მიიღებს, მინიმუმ 100 მილიონი სწორედ მისი შემცვლელისთვის გამოიყოფა.
ბრაზილიელი ფებხურთელის მომავალი, სავარაუდოდ უახლოეს 2 დღეში გაირკვევა.
***
Daily Mail-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ ალექსის სანჩესის მოხიბლვას მაღალი ანაზღაურებით შეეცდება.
მოგეხსენებათ, რომ მომავალ სეზონში „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს.
„ქალაქელები“ სანჩესს, ახალი სეზონისთვის თავიანთ ერთ-ერთ ლიდერად განიხილავენ და ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარდა, ანაზღაურების სახით კვირაში 320 ათასი ფუნტის გადახდას აპირებენ.
სანჩესმა უკვე განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს, რაც ავტომატურად ნიშანსვ, რომ ჩილელს „მეთოფეების“ დატოვება სურს.
***
ზაფხულის დსაწყისიდანვე დაიწყო საუბრები, რომ გარეთ ბეილი მადრიდს დატოვებდა.
ბეილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე, უელსელის პირადმა აგენტმა ჯონათან ბარნეტმა ოფიციაური კომენტარი გააკეთა.
„ეს ყველაფერი ჭორია. უბრალოდ ერთი დიდი სისულელე. ბეილი „რეალში“ რჩება“. - განაცხადა ბარნეტმა.
შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილის შეძენის მთავარ მსურველებად „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „ჩელსი“ სახელდლებიან.
***
Tuttomercato-ს ცნობით, „რომა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ცენტრალური მცველის ხოსე ხიმენესის შეძენას გეგმავს.
რომაელები აპირებენ, რომ ფეხბურთელსა და მის აგენტს, პირადი კონტრაქტის დეტალები შეუთანხმონ.
თავად ურუგვაელი ფეხბურთელი „როხიბლანკოს“ დატოვების წინააღმდეგი არ გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ატლეტიკოს“ მაისურით ხიმენესმა, მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შანსებს საგრძნობლად ზრდის.
***
ადვილი მისახვედრი ნამდვილად არ არის, რომ თუ ნეიმარი "ბარსელონას" დატოვებს, კატალონიური კლუბი მის შემცვლელს აუცილებლად მოიყვანს.
კანდიდატთა სია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: კოუტინიო, დიბალა, მბაპე, დემბელე, აზარი, დელე ალი და ახლა უკვე ანხელ დი მარიაც.
არგენტინელი ნახევარმცველი მესის ახლო მეგობარია. RMC-ის თქმით, "ბარსას" მის სახელს ადრეც უკავშირებდნენ და ეს ამჟამადაც ხდება.
თუ, სიას გადავხედავთ დავინახავთ, რომ დი მარია ყველაზე ასაკოვანია. ამ ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ არგენტინელი გარემარბი "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნე გახდეს.
***
ჯონათან და ჯოვანი დოს სანტოსები კვლავ ერთ გუნდში ითამაშებენ. “ლოს ანჯელეს გალაქსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვილიარეალთან” შეთანხმება მიღწეულია და ჯონათანი ამერიკული კლუბში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ძმები ჯონათანი და ჯოვანი „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილები არიან. ისინი, ერთი წლის განმალობაში “ვილიარეალში” ერთად თამაშობდნენ, ხოლო 2015 წელს ჯოვანიმ გუნდი დატოვა და კარიერა MLS–ში გააგრძელა.
ჯონათან დოს სანტოსი “ვილიარეალის” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და ამ დროის განმალობაში 121 მატჩში, 7 გოლის გატანა მოახერხა.
***
"რომას" ბელგიელმა ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა კლუბთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა.
29 წლის ფეხბურთელი "რომაში 2021 წლამდე იასპარეზებს.
ნაინგოლანი რომაულ გუნდში 2014 წლიდან ირიცხება. მისი ხელში ჩაგდება "ჩელსის" სურდა, თუმცა ანტონიო კონტეს არაფერი გამოუვიდა.
ნაინგოლანის ანგარიშზე "რომას" მაისურით 167 მატჩში 27 გოლია.
***
არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ კილიან მბაპე „მონაკოს“ დატოვებს და კარიერას, რომელიმე ევროგრანდში გააგრძელებს.ფრანგულმა გუნდმა უკვე დაასახელა ის თანხა, რომლის სანაცვლოად 18 წლის ფორვარდს შელევა. საუბარია 180 მილიონ ევროზე.
კილიანის შეძენის სურვილი მადრიდის „რეალს“, უკვე დიდი ხანია აქვს. ახლა კი, სიას „ბარსელონაც“ შეემატა.
ნეიმარი და მბაპე - 222 და 150 მილიონი. თუ, ეს ორი ტრანსფერი განხორციელდა, მაშინ ეს ზაფხული ნამდვილად შევა ისტორიაში.
თუმცა, შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. „მონაკომ“ არარეალური თანხა დაასახელა, რომელსაც, როგორც წესი 18 წლის ბავშვში არავინ იხდის. ეს, ამჯერადაც ნაკლებად მოსალოდნელია.
ნეიმარის გამოსასყიდი 222 მილიონი ევრო, FIFA-ს ფეარ-პლეის წესებს არღვევს. ამ თანხის გადამხდელ გუნდს კი აუცილებლად სანქციები დაეკისრება.