კრიშტიანუ რონალდუ, კრის სატონი
Aa
Aa

კრის სატონი: „რონალდუ ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს“

„სელტიკის“, „ჩელსისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის სატონმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. ინგლისელმა მოთამაშემ განისა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩზე ისაუბრა, ყურადღება პენალტის ეპიზოდზე გაამახვილა და განაცხადა, რომ რონალდუ ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს.

„შეხედეთ, ასეთი რამ პირველად არ ხდება და უნდა ვთქვა, რომ VAR-ის მსაჯები წნეხს საერთოდ ვერ უმკლავდებიან. რონალდუს მხრიდან, ეს კარგი ქმედება არ ყოფილა და იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს.

რონალდუ შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ეს თაღლითობა იყო. სამარცხვინოა, მსაჯებს ეს რომ გამოეპარათ. ბრაზილიის მატჩზე ვიყავი და იმ მომენტის გამეორება ვნახე. ჯანდაბა, ამ ეპიზოდის გადახედვაც არაა საჭირო, რათა მივხვდეთ, რომ მისი მხრიდან, ეს „ჩაყვინთვა“ იყო. მან წაქცევა დახატა და ეს ნამდვილი უსამართლობაა. VAR-ს ასეთი რაღაც არ უნდა გამოჰპაროდა. კომენტარებს ვკითხულობდი და ვიღაცები ამბობდნენ, რომ პენალტი დასანიშნი იყო, მაგრამ ჩემთვის ეს სასაცილოა. ვიცი, რომ მას ბევრი ფანი ჰყავს, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილება საშინელი გახლდათ“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გახსნა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი - ირანმა უელსს 98-ე და 101-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოუგო
დრამატული მატჩი - ირანმა უელსს 98-ე და 101-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოუგო