ხვიჩა კვარაცხელია, ბეტისი, ლუის ჰენრიკე
Aa
Aa

ნაპოლი კვარას შემცვლელს ეძებს? - რას წერს Gazzetta

„ნაპოლი“ რთული მდგომარეობისთვის ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს ეძებს. გავლენიანი იტალიური გაზეთის, la Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „პარტენოპეი“ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ბეტისის“ შემტევის, ლუის ენრიკეს ყიდვას ეცდება.

რას წერს GAZZETTA:

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი შეაფასებს კლუბის მდგომარეობას, რაც სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების წასვლით იქნება განპირობებული. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წინასწარ გამოიკვეთება სავარაუდო წამსვლელთა ვინაობაც. მათ შორის შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაც იყოს, გუნდში მისი სრულფასოვანი შემცვლელი კი არ არის. მის არყოფნაში, ელმასი და რასპაროდი ერთმანეთს ენაცვლებიან, თუმცა მისგან აბსოლუტურად განსხვავებული მახასიათებლები აქვთ.

ლუის ენრიკე ნამდვილად დაიკვეხნის სისწრაფით და ტექნიკით. რაღაც კუთხით, კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელიცაა და შესაძლოა მისი ადგილიც დაიკავოს. ამ მომენტში, ის „ბეტისში“ მარჯვენა გარემარბად თამაშობს, თუმცა მარცხნივაც შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე წლის ზაფხულში, ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ გაიფორმა. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად Transfermarkt-ის მიხედვით, 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული, არაოფიციალურად კი „ნაპოლი“ მის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს ითხოვს.

ხვიჩამ „პარტენოპეის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 შეხვედრა ჩაატარა და 8-8 გოლი-ასტისტით გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, 21 წლის ბრაზილიელი გარემარბი „ბეტისს“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში, „ფლუმინენზედან“ შეუერთა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლის გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი სრულფასოვანი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს“ - ბერნარდესკი კვარაზე
„ასეთი სრულფასოვანი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს“ - ბერნარდესკი კვარაზე