ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

„ლეაუს გააქვს, კვარაცხელია კი სახლშია“ - რას წერენ ქომაგები პორტუგალიის მატჩის შემდეგ

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. „სელესაომ“ განის ეროვნული გუნდი დაამარცხა და მეტოქეს 3:2 სძლია. პორტუგალიელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლის ავტორი რაფაელ ლეაუ გახლდათ. მატჩის შემდეგ, ფეხბურთის იტალიელმა გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნეს და ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიას შედარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

„ნაპოლის ფენომენი მსოფლიო ჩემპიონატზე არც კი თამაშობს და ისინი მას ლეაუს ადარებენ“.

„რაფაელ ლეაუმ მსოფლიო ჩემპიონატზე ერლინგ ჰოლანდზე მეტი გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი ხომ ზედმეტია“.

„შენიშვნა ანტონიო კასანოსთვის: სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ცვლილებაზე 77-ე წუთზე შემოდის და 3 წუთში გოლი გააქვს. დასასრული!“

„ლეაუს გააქვს, კვარაცხელია კი რა თქმა უნდა, სახლშია“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. „კვარას“ რაც შეეხება, იტალიური პრესის ინფორმაციით, იგი გუნდს ორშაბათს შეუერთდება და თურქეთში ჩანიშნული მოსამზადებელი ტურნესთვის მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოახიმ ლიოვი: „მთავარი ფეხბურთია და არა კაპიტნის სამკლავურის ფერი“
იოახიმ ლიოვი: „მთავარი ფეხბურთია და არა კაპიტნის სამკლავურის ფერი“