ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 15 წუთი - ინდიანა მინესოტასთან დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო მორიგი მატჩი გამართა „ინდიანა პეისერსმა“. გოგა ბითაძის გუნდი საკუთარ მოედანზე „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდა და 14 ქულის სხვაობით, 101:115 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 15:27 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 4 ქულა ჩააგდო, სამჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი (ერთხელ შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, 2-ჯერ ჩაჭრა მეტოქის შეტევა და 3-ჯერ დაბლოკა ფარისკენ ნასროლი ბურთი. მნიშვნელოვანია, რომ 22 წლის კალათბურთელმა მატჩი დაკარგვის გარეშე დაასრულა და მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.

17 ტურის შემდეგ ინდიანა 10 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდს მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს, კვლავ საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ ელის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში - 10 ქულა და საუკეთესო შედეგი
    ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში - 10 ქულა და საუკეთესო შედეგი