არგენტინა, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი: “საუდის არაბეთს ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია“

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „ალბისელესტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა სკალონიმ?

„საუდის არაბეთს კარგად ვიცნობთ. მათ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. სისწრაფის გარდა, ისინი საკმაოდ ტექნიკურებიც არიან. გარდა ამისა, ეს პირველი მატჩია და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია. თუმცა მუნდიალზე ადვილი დაპირისპირება არ არსებობს.

ჩვენ არანაირ ზეწოლას არ განვიცდით, რადგან ფეხბურთში დიდი ხანია ვართ ჩართული და მიჩვეულები ვართ. კარგად გვესმის რას წარმოადგენს ფეხბურთი არგენტინელი ხალხისთვის. ამიტომ ნებისმიერ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით.

რა თქმა უნდა, წინ რთული შეხვედრები გველოდება, მაგრამ მე, როგორც მწვრთნელი ყოველთვის ვოცნებობდი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას. ახლა კი ყველაფრისთვის მზად ვარ. აქ საუკეთესოებს უნდა დავუპირისპირდეთ. აქ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები გამარჯვებისთვის მოდიან და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებისა და საუდის არაბეთის დაპირისპირება 22 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაბრაზებულნი ვართ, ნოიერი იმედგაცრუებულია“ - ბირჰოფმა FIFA-ს უპასუხა
„გაბრაზებულნი ვართ, ნოიერი იმედგაცრუებულია“ - ბირჰოფმა FIFA-ს უპასუხა