კატარი 2022, ირანის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ჰიმნი არ შეასრულეს - ირანელთა სოლიდარობა და ღირსეული ჟესტი კატარში

Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს. ირანის ნაკრების 11-ვე მოთამაშე მდუმარე მდგომარეობაში იყო, მათ ჰიმნი არ იმღერეს, რაც ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდაჭერას ნიშნავს. ირანის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის მთავრობის მიმართ გამოხატულ პროტესტს ემხრობიან.

მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მიმდინარე პროტესტი ირანში ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაკავებას, ცემასა და შემდგომ გარდაცვალებას მოჰყვა.

ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობისას მინიმუმ 362 დემონსტრანტი, მათ შორის, 53 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 16 000 ადამიანი დააკავეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დაიღუპა უსაფრთხოების 46 თანამშრომელი.

შეგახსენებთ, მუნდიალის პირველი ტურის შეხვედრაში ინგლისისა და ირანის დაპირისპირებას ხალიფას საერთაშორისო სტადიონი მასპინძლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დეშამის გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც ბენზემას არყოფნით ბედნიერები არიან“
„დეშამის გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც ბენზემას არყოფნით ბედნიერები არიან“