სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„რთული, მაგრამ თანაბარი თამაშები იქნება“ - პიოლი კენჭისყრას აფასებს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვა, რომ 1/8 ფინალში ერთმანეთს „მილანი“ და ლონდონის „ტოტენჰემი“ შეხვდებიან.

წილისყრის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მეტოქის შესახებ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება.

რა თქვა პიოლიმ:

წინ ორი ურთულესი თამაში გველის ძლიერ მეტოქესთან და მწვრთნელთან, რომელიც კარგად გვიცნობს.

საკუთარი ძალების რწმენა და ხარისხი გვჭირდება, ჩვენი თამაშის დონე ძალიან მაღალი უნდა იყოს. უნდა ვირწმუნოთ, რომ ამ ეტაპის დაძლევა შეგვიძლია. ისტორიულად, „მილანს“ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ უარყოფითი ბალანსი აქვს, ამიტომ ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.

1/8 ფინალში 4 ინგლისური და 3 იტალიური გუნდი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დონე მაღარ საფეხურზეა, მაგრამ ჩვენც ვიზრდებით.

ვხვდებით დიდებულ მწვრთნელს, რომელმაც ყველგან გაიმარჯვა და გუნდში ინდივიდუალურ თამაშს ანიჭებს უპირატესობას, ვხვდებით გუნდს, რომელსაც ჰყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც სერია A-ს კარგად იცნობენ. ვფიქრობ, თანაბარი თამაში იქნება და მნიშვნელოვანია, რომ პირველ პირველ შეხვედრას სახლში ჩავატარებთ.

იქნება თუ არა იბრა? ყველას იმედი გვაქვს, რომ ის მალე დაგვიბრუნდება. მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ თებერვლამდე შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ტოტენჰემს“ შორის პირველი შეხვედრა 15 თებერვალს, „სან სიროზე“ გაიმართება, საპასუხო მატჩი კი ლონდონში 8 მარტს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოხარული ვარ, რომ პსჟ არ შეგვხვდა“ - სპალეტიმ წილისყრა შეაფასა
„მოხარული ვარ, რომ პსჟ არ შეგვხვდა“ - სპალეტიმ წილისყრა შეაფასა