იუვენტუსი, ინტერი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

“ვლაჰოვიჩის თამაში საეჭვოა“ - ალეგრი ინტერთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ტურინის „იუვენტუსი“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ალეგრიმ?

„ბრემერი და დი მარია გამოჯანმრთელდნენ. საეჭვო მხოლოდ ვლაჰოვიჩის თამაშია. ხვალ გადავწყვეტ ითამაშებს თუ არა. კიეზას დაბრუნება ნამდვილი სიურპრიზია. ის თავს იდეალურად გრძნობს და ხვალ ჩვენთან ერთად იქნება. „ინტერი“ პსჟ-სგან განსხვავდება და სულ სხვანაირად ვითამაშებთ.

წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ეს დერბია და ყოველთვის დიდ ყურადღებას იწვევს. გასულ სეზონში „ინტერს“ ვერ მოვუგეთ და ახლა ეს ცუდი მინი-ტრადიცია უნდა შეიცვალოს. ადვილი არ იქნება, რადგან ინძაგის ძლიერი გუნდი ჰყავს. მოგება მნიშვნელოვანია, რადგან სატურნირო ცხრილში სიტუაცია მძიმეა, თუმცა წინ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში „ინტერი“ 24 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „იუვენტუსს“, ალეგრის გუნდს 22 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 6 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ კლოპს გაუშვებენ - ჩელსი ტუხელთან დაიწყებს მოლაპარაკებას
თუ კლოპს გაუშვებენ - ჩელსი ტუხელთან დაიწყებს მოლაპარაკებას