ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ევროტურნირების ლიდერები - ჩაკვე და კვარა საუკეთესო დრიბლიორთა შორის

„ტვიტერის“ გვერდმა, Football Wonderkids-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც ევროტურნირების საუკეთესო დრიბლიორებს უკავშირდება. Football Wonderkids-მა 23-წლამდე ასაკის ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებიც ევროტურნირებზე, საშუალოდ 90 წუთში (მინიმუმ 270 წუთი უნდა ჰქონდეთ ნათამაშები) ყველაზე მეტ წარმატებულ დრიბლინგს ასრულებენ და საუკეთესოთა შორის ორ ქართველ ფეხბურთელს ვხედავთ.

„სლოვანის“ შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე მეორე ადგილს იკავებს და საშუალოდ 90 წუთში, 3.93 დრიბლინგს ახორციელებს. „ნაპოლის“ მარცხენა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია კი მეხუთე ადგილზეა და მისი მაჩვენებელი - 3.41 წარმატებული დრიბლინგია.

პირველი პოზიცია „რეალის“ ვარსკვლავს, ვინისიუს ჟუნიორს უკავია - 4.9. მესამე როდრიგოა - 3.56, მეოთხეზე ჟოტას ვხედავთ - 3.44, მეექვსეზე - ვან ბრედეროდეს - 3.33, მეშვიდე ალფონსო დევისი გახლავთ - 3.0, მერვე და მეცხრე ადგილები კი ვიტინიასა (2.89) და რაფაელ ლეაუს უკავიათ (2.88).

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს. ქართველ ფეხბურთელს წელის ტკივილი აწუხებს და სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი მსახიობი: „ხვიჩა ბოტიჩელისა და ჯორჯ ბესტის მიქსია“
იტალიელი მსახიობი: „ხვიჩა ბოტიჩელისა და ჯორჯ ბესტის მიქსია“